მილანის ინტერის თავკაცმა, კლაუდიო რანიერიმ დიეგო მილიტოს ნდობა გამოუცხადა. არგენტინელი იტალიელის სამომავლო გეგმებში შედის და მისი გასხვისება ნერაძურის არ სურს.
დიეგოსი მჯერა და ვაფასებ იმას, რაც მან ჩვენი გუნდისთვის გააკეთა. ვფიქრობ, მილიტოს, ფორლანსა და სნეიდერს დღევანდელი ინტერის შეცვლა შეუძლიათ, - განუცხადა რანიერიმ SkySport24-ს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო, მილიტოს სახელი არაერთ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს. თავდამსხმელის გადაბირება სურდა არგენტინულ რასინგსაც.
ცნობისთვის, 32 წლის დიეგო მილიტო ინტერის ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე მილანური კლუბის მაისურით ჩატარებული 70 მატჩი და 31 გოლია.
|