მილანის ''ინტერის'' მცველი, ანდრეა რანოკია იტალიის სუპერთასის ფინალს მოუთმენლად ელის, რომელშიც ''ნერაძური'' და ''მილანი'' შეხვდებიან ერთმანეთს. ''ჩვენი გუნდი თავს კარგად გრძნობს. მატჩისთვის კიდევ უფრო კარგად მოსამზადებლად საკმარისი დრო არის დარჩენილი, თუმცა მწვრთვნელის შედეგები უკვე ჩვენს თამაშზეც აისახება. ''მილანს'' ჩვენი არ ეშინია? ჩვენ ასევე არ გვეშინია მათი. ამ ეტაპისთვის ჩვენ საერთოდ არავის გვეშინია'' - აცხადებს იტალიელი მცველი. შეგახსენებთ რომ იტალიის სუპერთასის ფინალი 6 აგვისტოს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება. ''მილანი'' ამ შეხვედრაში იტალიის მოქმედი ჩემპიონოს სტატუსით ითამაშებს, ხოლო ''ინტერი'' თავის მხვრივ იტალიის თასის მოქმედი მფლობელის სახით გამოვა მოედანზე.
|