იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის” სპორტულმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ შესაძლოა მალე დაკავებული თანამდებობა დატოვოს და სამუშაოდ მადრიდის "რეალს” მიაშუროს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ბრანკა "ინტერის” სპორტული დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას მის მიმართ გახშირებული კრიტიკის გამო აპირებს. ბრანკას ხშირად დიეგო ფორლანის ტრანსფერის გამო აკრიტიკებენ. ურუგვაელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს და გულშემატკივრების აზრით, სპორტულ დირექტორს ეს უნდა გაეთვალისწინებინა.
იგივე იტალიური წყაროს ცნობით, ბრანკას უმუშევრად დარჩენა არ ემუქრება, რადგან მას მადრიდის "რეალი” იწვევს.
|