კარლეს რექსაჩმა Com Ràdio-ს გადაცემა Mas Esports-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გუარდიოლას მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. კარლეს რექსაჩი ამჟამად "ბარსელონას" პრეზიდენტის სანდრო როსელის მრჩეველია სპორტულ საკითხებში. მან ინტერვიუს დროს აღნიშნა: "ახლა ხალხი ცოტა ნერვიულობს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ გუარდიოლა საბოლოოდ მაინც დარჩება, მაგრამ თუ ყოველშემთხვევაში ეს არ მოხდება, გუარდიოლას შემცვლელი უნდა გახდეს ისეთი ადამიანი, ვინც გუნდს შიგნიდან კარგად იცნობს. მას უნდა ესმოდეს "ბარსას" საფეხბურთო ფილოსოფია."
"თუ გუარდიოლა წავა, სუბისარეტას ძალიან ბევრი არჩევანი ექნება. პეპი სავარაუდოდ სამი წლის შემდეგ წავა და ამ პერიოდისთვის მისი შეცვლა შესაძლოა, მოახერხოს ოსკარ გარსიამ. ამასთან კუმანს, ლაუდრუპს, ვალბერდეს ან ივან დე ლა პენიას შეიძლება, მიეცეთ "ბარსას" გაწვრთნის შანსი." შეგახსენებთ, რომ კარლეს რექსაჩი არის ის ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა ლიონელ ანდრეს მესი.
|