მილანის "ინტერი” 2012 წლის ზაფხულში "ვილიარეალისგან” ჯუზეპე როსის შეძენას აპირებს. გასული ზაფხულის განმავლობაში, იტალიელი ფორვარდის დამატებით "იუვენტუსი”, "ნაპოლი” და "ბარსელონა” იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მათ "ყვითელი წყალქვეშა ნავის” ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება ვერ შეძლეს.
Football Italia-ს ცნობით, როსის თვალი "ინტერმაც” დაადგა, მაგრამ მილანელები იტალიელის შეძენას არ ჩქარობენ. "ნერაძური” მის შეძენას ერთი წლის შემდეგ ეცდება. "ინტერი” როსის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის.
ცნობისთვის, 24 წლის ფორვარდის ანგარიშზე "ვილიარეალის” მაისურით ჩატარებული 128 მატჩი და 51 გოლია.
|