მილანსა" და "ინტერს" შორის კვირას გამართულ დაპირისპირებაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ვალტერ სამუელი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მასთან კონტაქტის შემდეგ, რობინიო წაიქცა, თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი არ გააჩნდა. "იმ ეპიზოდში, ბრაზილიელმა ძალიან ცუდად ითამაშა. მართალია, ჩემსა და მას შორის კონტაქტი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თამაშის წესები დავარღვიე." - აცხადებს სამუელი, რომელიც კომენტარს "მილანთან" მოგებაზეც აკეთებს - "რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ დერბის მოგება მოვახერხეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. თუმცა, ჩვენს საჩემპიონო შანსებზე საუბარი ჯერ ადრეა".
შეგახსენებთ, რომ სერია A-ში, ვალტერ სამუელმა "მადონინაში" 10-ჯერ ითამაშა და მისი გუნდი ათივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.
|