მილანის "ინტერის” მცველმა ვალტერ სამუელმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და ახალი გუნდის ძიებაშია. 33 წლის არგენტინელის აგენტმა ბარი ო’კონორმა The Sun-ს განუცხადა, რომ მის კლიენტს ლონდონში სურს კარიერის გაგრძელება. "ვალტერს რომელიმე ლონდონურ კლუბში სურს თამაში. მიუხედავად ამისა, მზად ვართ, ნებისმიერი შემოთავაზება განვიხილოთ”, - განაცხადა ო’კონორმა.
იმავე წყაროს ცნობით, სამუელისადმი ინტერესს "ტოტენჰემი”, "ჩელსი” და "არსენალი” იჩენენ.
შეგახსენებთ, რომ მცველს "ნერაძურისთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ამგვარად, მას ახალ კლუბში გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.
|