აწ უკვე ყოფილმა ინტერელმა, ამჟამად "ნიუკასლის" მარცხენა მცველმა TuttoMercatoWeb-ს მისცა მცირე ინტერვიუ, სადაც მან მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და "ინტერში" შექმნილ მდგომარეობაზე. დავიდე, როგორ ხარ ინგლისში? თავიდან, რთული არჩევნის წინაშე ვიდექი,მაგრამ საბედნიეროდ მოხარული ვარ, რომ მივიღე ეს
გადაწყვეტილება. როგორი იყო ადაპტაცია ინგლისურ ფეხბურთთან? ინგლისური ფეხბურთი განსხვავდება, იტალიურისგან. აქ დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას, თავიდან ცოტა არ იყოს მიჭირდა მაგრამ საბედნიეროდ ამ მხრივ სწორ გზას ვადგავარ.
არასდროს ჰქონია სურვილი იტალიაში დაბრუნების?
არა, მე აქ ბედნიერად ვგრძნობ თავს, მითუმეტეს ჩემი ხელშეკრულება "ნიუკასლთან"5 წლიანია, მაგრამ მე არ ვიცი რა მოხდება მომავალში.
ზაფხულში შეგეძლო "ინტრეიდან" "რომაში" გადასულიყავი?
მე არ მქონდა კონკრეტული შემოთვაზე "რომასგან" თუმცა ისინი დაინტერესებულნი იყვნენ ჩემით.ლუის ენრიკე დაინტერესებული იყო ამ წინადადებით მაგრამ ახლა მე "ნიუკასლის"
ფეხბურთელი ვარ და მხოლოდ ამ გუნდზე ვფიქრობ
ინტერზე რას გვეტყვით? "ინტერი" ახლა კრიზისშია თუმცა თუ ისინი შეძლებენ კონცენტრაცია მოახდინონ "მარსელთან" გასამართ მატჩზე, დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებენ. ამ გუნდს შესწევს თუნდაც ახლა გამარჯვებისკენ სწრაფვა და მეტოქის დამარცხება.
|