მაურო სარატემ განაცხადა, რომ მას ინტერში დიდ ხანს დარჩენა სურს და იმედს არ კარგავს, რომ ნერაძურის ხელმძღვანელობა მას გუნდში საბოლოოდ დატოვებს. შეგახსენებთ, რომ 24 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ჯუზეპე მეაცაზე რომის ლაციოდან სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არენდით გადავიდა. მაურო ახალ გარემოს მალევე შეეწყო და თავს შესანიშნავად გრძნობს. დავრჩები თუ არა მე ინტერში? რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდა. მჯერა, რომ ყველაფერი ის მოხდება, როგორც მე მსურს,-განაცხადა სარატემ Inter Channel-თან ინტერვიუში. მილანში ძალიან ბედნიერი ვარ და აქ ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. რომიც შესანიშნავი და ლამაზი ქალაქია, მაგრად საკმაოდ ხმაურიანია. მილანში კი შედარებით სიწყნარეა და ეს მომწონს,''-დაამატა არგენტინელმა ...
|