გარკვეული დრო გავიდა და მაუროს არ აქვს შესაძლებლობა უჩვენოს "ინტერის" გულშემატკივრებს თავისი უნარი. თავისი გუნდის ბოლო მატჩებს ის ტრიბუნებიდან უყურებს. არის თუ არა ეს მისთვის ბოლო სეზონი კლაუდიო რანიერის გუნდში? 24 წლის ფეხბურთელის ძმა უკმაყოფილოა "ნერაძურის" მწვრთნელთან თანამრომლობით.
"თუ თქვენ არ გაძლევენ თამაშის საშუალებას, მაშინ, როგორ შეძლებთ თქვენი უნარის და ტექნიკის დემონსტრირებას? მე არ მესმის, რატომ არ თამაშობს ის... რატომაა ასეთი ფეხბურთელი, როგორც მაურო, ტრიბუნებიდან რომ ადევნებს თვალყურს მატჩს? - ამბობს სერხიო სარატე.
დადის ხმები, რომ "ზენიტი" დაინტერესდა "ინტერის" თავდამსხმელით. თუმცა მოთამაშე არ აპირებს ამ კლუბის შემოთავაზების მიღებას.
"მას არ სურს "ზენიტში" გადასვლა, მას სურს "ინტერში" დაასრულოს სეზონი. მოგვიანებით ჩვენ განვიხილავთ წინადადებას, მაგრამ მაროს კონტრაქტი აქვს "ლაციოსთან". თუ "ინტერი" მას არ გამოისყიდის, მაშინ ის რიმში უნდა დაბრუნდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მაურო კიდევ აჩვენებს თავის შესაძლებლობებს",- ახსნა მისმა აგენტმა.
ფეხბურთელის წარმომადგენელი განცვიფრებულია იმით, რომ ფეხბურთელი თამაშებს ტრიბუნებზე ატარებს.
"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ესეთი ფეხბურთელი, როგორიც მაუროა, მიუხედავად იმისა, რომ მას სურს, მაგრამ არ შეუძლია დაეხმაროს თავის გუნდს. ჩვენ უნდა დაველოდოთ წლის ბოლოს, მოგვიანებით ჩვენ ყველაფერს ვნახავთ", - დაასრულა მან.
|