"რომას" ნახევარმცველი დანიელე დე როსი, ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი და მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები გახდნენ.
La Gazzetta dello Sport-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ სამი ფეხბურთელის წლიური ხელფასი 6 მილიონი ევროა.
მეოთხე ადგილი "რომას" ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ დაიკავა, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს.
მეხუთე პოზიცია ედინსონ კავანიმ (ნაპოლი) და დიეგო მილიტომ (ინტერი) გაინაწილეს. მათი ხელფასი 4.5 მილიონ ევროს შეადგენს.
1. დანიელე დე როსი (რომა) - 6 მილიონი ევრო 1. ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) - 6 1. ვესლი სნეიდერი (ინტერი) - 6 4. ფრანჩესკო ტოტი (რომა) - 5 5. ედინსონ კავანი (ნაპოლი) - 4.5 5. დიეგო მილიტო (ინტერი) - 4.5 7. ესტებან კამბიასო (ინტერი) - 4 7. ფილლიპ მექსესი (მილანი) - 4 7. ალეშანდრო პატო (მილანი) - 4 7. რობინიო (მილანი) - 4
|