თითქმის გასავარდნ ზონაში მყოფი ინტერი კიევოს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ცოტა მაინც დაშორდეს მისთვის ასე უჩვეულო ადგილს. ნერაძურის მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და გულშემატკივრებს სამი ქულის მოპოვებას ჰპირდება - მოვუსმინოთ კლაუდიო რანიერის:
ქულების კარგვის უფლება აღარ გვაქვს და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. კიევო საკუთარ ნახევარზე გამაგრდება და შეეცდება კონტრშეტევებზე იხეიროს. ჩვენი მიზანია დიდი ძალებით შევუტიოთ, მაგრამ არც საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაგვავიწყდეს. ჩემპიონთა ლიგაზე ლილთან გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბიჭებმა ისევ ირწმუნეს საკუთარი ძალების, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.
|