მადრიდის "ატლეტიკოს" წარმატების მთავარი სულის ჩამდგემილის დიეგო სიმეონეს მუშაობა უყურადღებოდ არ დარჩენია "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატის. დიეგომ "ატლეტიკოს" მოსვლის პირველივე სეზონში მოაგებინა "ევროპა ლიგის" თასი და ეს მოახერხა ბრწყინვალე გუნდური თამაშით. სულ ცოტა ხნის წინ ევროპის სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს დიეგოს გაწვრთნილმა "ატლეტიკომ" წირვა გამოიყვნა (4:0). ესპანური მედიის მტკიცებით მასიმო მორატიმ გააგზავნა უკვე ემისრები სიმეონეს აგენტთან შესახვედრად. არ გეგონოთ, რომ მორატი "ინტერის" მთავარ მწვრთნელ ანდრეა სტრამაჩიონს უკვე ეჭვის თვალით უყურებს და გაგდება სურს, მორატი თავს იზღვევს და სტრამამ რომ ვერ გაამართლოს ინტერში მაშინ სიომის მოწვევას აპირებს გუნდში.
დიეგო სიმეონესთვის "ინტერი" უცხო ხილი არაა... მილანური გრანდის ღირსებას 1997 - 1999 წლებში იცავდა და 55 ჩატარებულ მატჩში 11 გოლიც გაიტანა. 1997 /98 წლებში უეფას თასიც კი მოიგო ფინალში მისი მომავალი გუნდის "ლაციოს" (3-0) განადგურების შემდეგ.
|