მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ მილანის ინტერის მცველის, კრისტიან კივუს ტრანსფერზე ფიქრობს. 31 წლის რუმინელისა და ნერაძურის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2012 წლის ივნისში ეწურება და იმის გამო, რომ ჯერ მხარეებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე საუბარი არ წამოუწყიათ, კივუს სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის თემა იტალიურ სპორტულ გამოცემებში აქტუალური გახდა. რამდენიმე ვარიანტი დასახელდა. მათ შორის სიტიც, რომლის დამრიგებელმაც ინფორმაცია ოფიციალური კომენტარით დაადასტურა. კივუ ექვს თვეში თავისუფალი აგენტი ხდება და ცხადია, არაერთი კლუბი შეეცდება მის ხელში ჩაგდებას. არ დავმალავ, მსურველთა შორის მანჩესტერ სიტიც იქნება, – უთხრა მანჩინიმ Football Italia -ს.
|