"ატალანტას" 22 წლის მარჯვენა მცველმა, ესეკილ სკელოტომ, არაერთხელ თქვა, რომ მას სურს "ინტერში" თამაში "ნერაძურის" კაპიტან ხავიერ ძანეტისთან ერთად.
ბევრი ფეხბურთელი შეუსაბამეს "ინტერს", სკელოტოს კითხეს, – რას იზამდა ის, თუ ერთხელ მას "ინტერის" წარმომადგენლები ან იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი დაუკავშირდებოდა:
"ინტერი" ძლიერი გუნდია. რათქმა უნდა ეს ჩემის სურვილია ვითამაშო ისეთ კლუბში, როგორიცაა "ინტერი", მე ყოველთვის მსურდა მეთამაშა "ინტერის" კაპიტან ხავიერ ძანეტისთან ერთად. ძანეტი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია, ის მაგალითია ყველა არგენტინელისთვის."
|