Sky Sport–ის ჟურნალისტი სტრამასთან ინტერვიუს დროს რამოდენიმე მნიშნვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის: სნეიდერს, მილანი ინტერის თამაშს, ჯონათანისა და ალვარესის მომავალს ინტერში.
მომავლის თუ მეშინია? არა. თუმცა პირველი წელია ჩვენთვის, მაშინ როცა სხვებმა გუნდები შექმნეს, მიუხედავად ამისა ჩვენი მიზანია საუკეთესოები ვიყოთ ისევ.
ძნელია თუ არა სნეიდერის ინტერპრეტირება (რაიმეს ახსნა)? ძნელი იქნებოდა თუ მას არ იცნობ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა. არის რამოდენიმე როლი, რომლის შესრულება არ შეუძლია მას, მაგრამ თუ მისცემ საშუალებას თავისი ტალანტი გამოავლინოს ის გააკეთებს ამას. თუ ვერ შეძლებს, მაშინ ის ჩათვლის მას რთულად. მისი სათამაშო ადგილი არის ფორვარდის უკან, მაგრამ მას აგრეთვე კარგად შეუძლია ითამაშოს ღრმად ცენტრში.
რა განწყობა სუფევს დერბის შემდგომ გუნდში? მსგავსი დერბის მოგება სამი მოგების ტოლფასია, რადგან ის მოვიგეთ სეზონის მნიშვნელოვან ეტაპზე და გუნდმა დამანახა ის, რაც ვერ დავინახე 1 აპრილს. ჰანდანოვიჩზე იყო თუ არა ჯარიმა? მეკარეზე შეხება არ შეიძლება როდესაც გამოდის. სასტვენის ხმა ყველა მოთამაშემ გაიგო სამირის წაქცევის შემდეგ. ძნელია გაუქმებულ გოლზე ლაპარაკი, ვერ იტყვი სამართლიანი იყო ეგ თუ არა. მონტოლივომ კი ნამდვილად კარგად დაარტყა... რა არის ინტერის მოგების საიდუმლო? მიზეზი რამოდენიმეა. ჩვენ კარგად დავიწყეთ მატჩი, მაგრამ მერე ბრძოლაძე გადავედით. მე ვიმედოვნებდი, რომ მილანს შევუქმნიდი პრობლემებს გუარინის შემოყვანით, მაგრამ სულ სხვა თამაში წავიდა.
რა ელით მომავალში ჯონათანსა და რიკი ალვარესს? ისინი არსად არ მიდიან, ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან.
|