მილანის "ინტერის” ნახევარმცველი უესლი სნეიდერი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამერიკულ MLS-ში განაგრძოს კარიერა.
"ვითამაშებ თუ არა აშშ-ში? ამ ვერსიაზე ვფიქრობ, თუმცა ეს მომავლის
საკითხია. სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, რა იქნება მომავალ სეზონში.
აშშ-ში წასვლის თემას მომავალში განვიხილავ და არა ახლა”, – საუბრობს
სნეიდერი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მახაჭყალის "ანჟი” ჰოლანდიელი
ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ჩამოდის, ზაფხულში კი ამბობდნენ,
რომ სნეიდერი "მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდოდა.
"იუნაიტედისგან” არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. "ინტერში” ბედნიერი
ვარ, სხვას ვერაფერს გეტყვით. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ. თუ რაიმე
ვარიანტი გამოჩნდა, არც აქედან წასვლას გამოვრიცხავ”, – განაცხადა
სნეიდერმა.