მილანის ინტერის პლეიმეიკერმა, ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სხვა კლუბში გადასვლაზე არ ფიქრობდა. ინტერის დატოვება არც მიფიქრია. აქ თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ. მთავარია, მწვრთნელი მენდობა. სეზონი წარუმატებლად დავიწყეთ, მაგრამ მომავალ თამაშებზე კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ და სატურნირო ცხრილში ზევით ავიწიოთ. ინტერს ძირითადი შემადგენლობის ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ და დროა, გამარჯვებათა სერია დავიწყოთ, - განაცხადა ჰოლანდიელმა Gazetta dello Sport-თან საუბარში. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სნეიდერის შეძენა მანჩესტერ იუნაიტედსა და მანჩესტერ სიტის სურდათ, მაგრამ 27 წლის ნახევარმცველის გადაბირება ვერცერთმა კლუბმა მოახერხა.