იტალიური ინტერის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ ჯერ ნაადრევია ტიტულებზე და მედლებზე ხელის ჩაქნევა."როცა დავინახე თუ როგორ აღმართა პატრიკ კლუივერტმა აიაქსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი, მაშინ აღვუთქვი ჩემს თავს, რომ მეც ასე ვიზამდი ოდესმე. ინტერთან ერთად საბედნიეროდ ამას მივაღწიე ერთხელ უკვე.”
"საკლუბო დონეზე ყველაფერი მოვიგე, ახლა დიდი სურვილი მაქვს ნაკრებთან ერთად მივაღწიო წარმატებას.”
"მიუხედავად ამისა მაინც მსურს კიდევ ერთხელ განვიცადო ინტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების სიხარული. ჩემთვის გამარჯვებასა და ტიტულებზე უარის თქმა არაასდროს იქნება ადვილი.”
|