მილანის "ინტერის” ვარსკვლავმა ვესლი სნეიდერმა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში” გადასვლა არ ისურვა. Voetbal International-ის ცნობით, რუსებმა 27 წლის ჰოლანდიელს წინადადებით გასულ კვირას მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. "ზენიტი” ჩემით სერიოზულად იყო დაინტერესებული. ისინი კონტრაქტის იდეალურ პირობებს მთავაზობდნენ და ამ მხრივ საპრეტენზიო არაფერი მქონია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ახლა "ინტერიდან” აბარგების დრო არაა”, - განაცხადა ნახევარმცველმა. შეგახსენებთ, რომ სნეიდერი "ინტერის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მან "ნერაძურის” შემადგენლობაში 92 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
|