"ინტერის" ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა ჩემპიონთა ლიგაში "ლილთან" (1:0) მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ფრანგული გუნდი B ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესოა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სამი ქულა ავიღეთ. რთული შეხვედრა გამოდგა, რასაც ისედაც ველოდით. "ლილი" ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და თავს შესანიშნავად ვიცავდით. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ევროთასებზე გამოსვლის და ვიცით, რა როგორ უნდა გავაკეთოთ.
"ლილი" ბრწყინვალე გუნდია. ძალიან გამიკვირდა, ამდენს რომ გვიტევდნენ. ფრანგებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. მინდა მათ წარმატება ვუსურვო", - განაცხადა სნეიდერმა.
შეგახსენებთ, რომ "ლილი" სამი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა, ხოლო "ინტერი" პირველზე.
|