მილანის "ინტერის” ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად იყო მისი შეძენით დაინტერესებული.
"ვფიქრობ, "წითელ ეშმაკებში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი. მათ წარმომადგენლებს რამდენჯერმე შევხვდი. "ინტერს” ან მე უნდა გავეყიდე, ან – სამუელ ეტო’ო. "მანჩესტერი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და იქ თამაშზე ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს. მიუხედავად ამისა, მე "ინტერის” დატოვება არ მსურდა. იტალიაში თავს მშვენივრად ვგრძნობ”, - განაცხადა სნეიდერმა AD-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ჰოლანდიელი ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს” ვერაფრით შეუთანხმდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ინტერი” და "მანჩესტერი” სნეიდერის სატრანსფერო ფასზე შეთანხმებულნი იყვნენ, მაგრამ ფეხბურთელმა მაღალი ხელფასი მოითხოვა და ალექს ფერგიუსონის გუნდმა მის შეძენაზე უარი განაცხადა.
|