ნიდერლანდების ნაკრებისა და მილანის ''ინტერის'' ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა, რომელმაც გუშინ გამართულ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში ''პალერმოს'' წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, აღნიშნა, რომ დაზიანება არ აღმოჩნდა საგანგაშო. ფეხბურთელის სიტყვებით, იგი დიდი ალბათობით შეძლებს შაბათს ''რომას'' წინააღმდეგ თამაშს. შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ ეს თამაში ადგილობრივი დროით 15:00-ზე გადაიტანა.
''საბედნიეროდ, ჩემი ტრავმა არ აღმოჩნდა სერიოზული. ვიმედოვნებ, რომ ''რომას'' წინააღმდეგ თამაშს შევძლებ. ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში ამომიდგა,''-დაწერა სნეიდერმა საკუთარ Twitter-ზე.
|