მილანის ინტერს ლილის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში ერთბაშად რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდება. საუბარია კრისტიან კივუზე, ჟულიუ სეზარსა და ვესლი სნეიდერზე. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში კატანიასთან წაგებულ მატჩში არ უთამაშიათ (1:2). საფრანგეთის ჩემპიონის წინააღმდეგ მატჩში, მილანელებს ფილიპე კოუტინიუ, ანდრეა რანოკია, ემილიანო ვივიანო და ვალტერ სამუელი ვერ დაეხმარებიან. არგენტინელი მცველის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ინტერის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, იგი ლილთან მატჩს გამოტოვებს. ცნობისათვის, ლილისა და ინტერის დაპირისპირება სამშაბათს, 18 ოქტომბერს გაიმართება.
|