მილანის "ინტერის” ტრავმირებული ნახევარმცველი უესლი სნეიდერი, გუნდთან ერთად ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.
სადღეისოდ, ჰოლანდიელი აშშ-ში იმყოფება, სადაც ტრავმის მკურნალობის უკანასკნელ კურსს გადის. ნახევარმცველი მილანში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ექიმები სნეიდერს მძიმე ტრავმას უწინასწარმეტყველებდნენ და მის მოედანზე დაბრუნებას ნოემბერში ვარაუდობდნენ. "ინტერის” ქომაგთათვის საბედნიეროდ, ჰოლანდიელი მინდორზე გასვლას გაცილებით ადრე შეძლებს.