მილანის "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს.
"ვესლი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და იმედია, 2011/12 წლების სეზონი მის კარიერაში საუკეთესო იქნება. ჰოლანდიელს "ინტერის” წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს. სერია A-ს გასულ სეზონში, მან 25 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 4-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ვფიქრობ, სნეიდერი თავის შედეგიანობას გააუმჯობესებს. ჰოლანდიელს არა ნახევარმცველის, არამედ თავდამსხმელის პოზიციაზე ვხედავ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია წარმატებით თამაში. რა თქმა უნდა, სნეიდერის თავდასხმის ხაზში გადაწევა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მერწმუნეთ, ამის გარეშე "ინტერს” პრობლემები შეექმნება”, - განაცხადა გასპერინიმ Football Italia-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველი "ნერაძურიში” 2009 წელს მადრიდის "რეალიდან” გადავიდა. სნეიდერის მილანურ ანგარიშზე 51 მატჩი და 8 გოლია.
|