ცნობილი გამოცემის The Mirror ცნობით სამშაბათს შედგება მილანის ინტერის ხელმძღვანელთა სხდომა, სადაც განხილული იქნება უესლი სნეიდერის მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდვის საკითხი. The Mirror -ს დასტურად მოჰყავს მილანელთა ახალი თავკაცის სიტყვები: არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდება სნეიდერთან დაკავშირებით. ის ევროპაში ერთერთი საუკეთესოა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მას ღირსეული შემცვლელი მოვუნახოთ.
|