"ინტერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი, რომელმაც ბარძაყის ტრავმის გამო მთელი თვე გამოტოვა, "ლილთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.
ამასთან, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის თამაშს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
ორი ტურის შემდეგ "ინტერი" თავის ჯგუფში სამი ქულით მეორე ადგილზეა. "ნერაძურიმ" ცსკა დაამარცხა და "ტრაბზონსფორთან" დამარცხდა.
|