მილანის "ინტერისა” და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველის, უესლი სნეიდერის ტრავმისშემდგომი სარეაბილიტაციო პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ერთ-ერთი იტალიური სპორტული გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სნეიდერი "ბოლონიისა” და "სამპდორიას” წინააღმდეგ მატჩებს გამოტოვებს და ალბათ, მილანურ გუნდს ვერც "იუვენტუსის” წინააღმდეგ 3 ნოემბერს ჩასატარებელ შეხვედრაში დაეხმარება.
მინდორზე დაბრუნების სავარაუდო თარიღად, მედიკოსები 11 ნოემბერს ასახელებენ, როცა "ინტერი” "ატალანტას” უნდა დაუპირისპირდეს.
|