მახაჩკალური კლუბი კიდევ ერთი სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელით დაინტერესდა, მილანის "ინტერის" ნახევარმცველით, უესლი სნეიდერით. Sportmediaset-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღესტნური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან იტალიურ კლუბს ჰოლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადონ, ხოლო თავად ფეხბურთელს 8 მილიონი ევრო წლიური გასამრჯელო. შეგახსენებთ, რომ ანჟიმ" გასულ ზაფხულს, ინტერიდან კამერუნელი ფეხბურთელი, სამუელ ეტოო გადაიბირა.
სნეიდერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ იცის სად გააგრძელებს კარიერას მომავალ სეზონში:
არ გამოვრიცხავ არანაირ ვერსიას. მე ამ კლუბში კმაყოფილი ვიყავი ყველაფრით, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია. ამჟამად სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ვფიქრობ კარიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელებაზე, მაგრამ ეს უფრო სამომავლო გეგმებია. მე არ ვიცი სად ვითამაშებ მომავალ სეზონში - განაცხადა ჰოლანდიელმა, რომელიც ინტერში 2009 წელს მადრიდის რეალიდან გადაბარგდა.
|