ინტერის ნახევარმცველმა, დეჟან სტანკოვიჩმა განაცხადა: მე ვიმუშავე და ვივარჯიშე ძალიან ბევრი, რადგან მომესწრო გამოჯანმრთელება "პალერმოსთან" მატჩამდე და ამის გაკეთება შევძელი. ახლა მე საუცხოო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარ. მე მინდა ამ მატჩში ვითამაშო დიდი ხანი და ასეც მოხდება, რადგან გუნდის მთავარ მწვრთნელს სურს ასე. რაც შეეხება ახალ სეზონის იტალიის ჩემპიონატს, მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის იქნება ძალიან საინტერესო. დიახ, მართალია, რომ გასული სეზონის ჩემპიონს აქვს მცირე უპირატესობა კვლავ გამარჯვებისა, მაგრამ ბევრია გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ყველამ იცის, რომ პირველ ჩემპიონატში დარჩენაა ყველაზე რთული, და არა მისი მოგება". - განაცხადა სტანკოვიჩმა.
|