დეიან სტანკოვიჩი კლაუდიო რანიერის ნდობას უცხადებს, თავად სერბი ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და რანიერის სადებიუტო მატჩში "ბოლონიასთან" მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"გასპერინის განთავისუფლება არ გამკვირვებია, ეს გარდაუვალი იყო. რანიერი დიდ კლუბებში მუშაობდა და ეს გამოცდილება დაეხმარება მას გამოიყვანოს "ინტერი" ამ რთული სიტუაციიდან.
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი სეზონის ასეთ ცუდ დასაწყისს. არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ , მაურინიოს ხელმძღვანელობით ვარსკვლავებს ვწყვეტდით,შემდეგ ძალიან მოკლე მოკლე პერიოდში ოთხი მწვრთნელი შევიცვალეთ და ადვილი არაა ახალ მეთოდებთან შეგუება. ეს კრიზისი მალე უნდა დასრულდეს."
|