"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩიონიმ სანაკრებო დღეებში პრესისთვის მოიცალა და რამდენიმე ინტირვიუ ჩამოარიგა.
სტრამა ყველგან იმეორებს, რომ ეს სეზონი ნერიაძურისათვის გარდამტეხი უნდა გამოდგეს, რადგან გასული სეზონის ბოლოს ახალ გუნდს ჩაუაყარეს საფუძველი, ახლა მიმდინარეობს თამაშის დახვეწა, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს , გუნდი სკუდეტოს დაუფლებას შეეცდება, თან ევროპა ლიგის მოსაგებად იბრძოლებს, ხოლო უახლოეს ერთ - ორ წელიწადში "ინტერი" სუპერგუნდად მოგვევლინება.
|