მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი აცხადებს, რომ "მანჩესტერ სიტიში" წასული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, მაიკონი გუნდს ძალიან აკლია.
როგორც იცით, მაიკონმა "ინტერი" გასულ ზაფხულში დატოვა. მის ადგილზე, სტრამაჩონი ხან ხავიერ ძანეტის, ხანაც ჟონათანს ათამაშებს, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელმა 31 წლის მარჯვენაფლანგელის სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოახერხა.
"მაიკონის წასვლა დიდი დანაკარგია. მის გარეშე, ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი სხვაგვარად გამოიყურება. საქმე მარტო მაიკონს არ ეხება. "ინტერში" 9 ახალი ფეხბურთელი მოვიდა და ძირითადი შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად დროა საჭირო" - ციტირებს სტრამაჩონის სიტყვებს Football Italia.
|