"ერთადერთი რითაც ვარ დაინტერესებული მინდა დავინახო, თუ როგორ პროგრესირებს გუნდი თამაშიდან თამაშამდე" ამ სიტყვებით დაიწყო ანდრეა სტრამაჩიონიმ პრეს-კონფერენცია, ერთი დღით ადრე ბოლონიაში წასვლამდე. "ჩვენ რთული მატჩი მოვიგეთ ხუთშაბათს. ჩვენ ვიბრძოლეთ პირველ ტაიმში, მაგრამ შემდეგ მოვახერხეთ თამაშის დალაგება. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, კარგათ ვვარჯიშობთ და ვაუმჯობესებთ თამაშს. ბრძოლის ჟინი, რომელიც დღეს ვარჯიშის დროს დავინახე, არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ჩვენ გვინდა რომ გავაგრძელოთ მოგებები." სტრამაჩიონის თხოვეს სატურნირო ცხრილის შესახებ კომენტარი, რაზეც უპასუხა: "როგორც ვხედავთ ჯერ სეზონის შუაში ვართ, შესაბამისად მე შემიძლია მხოლოდ ნაწილობრივ შევაფასო მდგომარეობა, ჯერ ამისთვის ძალიან ადრეა საუბარი თუ რომელ ადგილზე გავალთ. მე მირჩევნია შეფასება მაშინ გავაკეთო, როცა სეზონი დამთავრდება." "ინტერის" მწვრთნელი ელოდება, რომ "ბოლონიასთან" თამაშში ბიჭები მოტივაციას არ დაკარგავენ. "მე მყავს მთელი "სასტავი" რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმითა და უდიდესი მოტივაციით გამოირჩევიან. ერთის მხრივ მეთოდი, რომლის მიხედვით ჩვენ ვაკეთებთ როტაციას ევროპა ლიგასა და სერია ა-ს თამაშებს შორის და მეორეს მხრივ აქცენტი, რომელსაც ვაკეთებ ვარჯიშებზე, გვეხმარება რომ ყველაზე მოტივირებული ფეხბურთელები გავიყვანოთ მოედანზე. "ინტერის" ფეხბურთელები უკლებლივ ყველა მოტივირებული იქნება, ვინც ბოლონიის წინაშე გამოვა მოედანზე." ამ სიტყვებით დაასრულა სტრამამ პრეს-კონფერენცია
|