"ინტერის" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ "იუვენტუსთან" სერია A-ს მე-10-ე ტურის მატჩის განაცხადში ნახევარმცველი ტიაგო მოტა არ შეიყვანა.
მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს.
"მოტამ შესაძლოა "ლილთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩიც გამოტოვოს. ასეთი გადაწყვეტილება სიფრთხილის გამო მივიღეთ. ხუთშაბათს ის დისკომფორტს განიცდიდა და არ მინდა გავრისკო", - განაცხადა რანიერიმ.
|