ტიაგო მოტამ რომ "ინტერი” დატოვა და ფრანგულ პსჟ-ს შეუერთდა, ძველი ამბავია.
გუშინ, ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი ნახევარმცველი ჟურნალისტებს გაესაუბრა და საფრანგეთში გადაბარგების შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"ბევრს ჰგონია, რომ "ინტერში” თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, უბრალოდ, დგება მომენტი, როდესაც რაღაც უნდა შეცვალო ცხოვრებაში და სწორედ ეს იყო ჩემი მამოძრავებელი ძალა.
მილანურ გრანდთან ერთად ყველაფერი მოვიგე და მოტივაციასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები შემექმნა, აქ კი ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და ვარჯიშებზეც კი მოტივაციით გავდივარ.
დიდი იმედი მაქვს, რომ პსჟ-სთან ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებ, ამასთან, იტალიის ეროვნულ ნაკრებში განვიმტკიცებ პოზიციებს და ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზებ”.
|