ტიაგო მოტა "პსჟში" პრეზენტაციის დროს, გადაწყვიტა რამდენიმე სიტყვა ეთქვა მის ყოფილ კლუბზე – "ინტერზე":
"მე არასდროს არ მქონდა რაიმე პრობლემა "ინტერთან", პარიზში გადასვლა იყო ჩემი არჩევანი, მე ვგრძნობდი, რომ ცვლილებების დრო დადგა. "ინტერში" თამაში არის პრივილეგია და ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა, მე მოვიგე ბევრი ტიტული "ნერაძურისთან" ერთად, ბევრი რამ იცვლებოდა გუნდში, მწვრთნელები, მაგრამ მე ყოველთვის ვთამაშობდი. მომენტით ვისარგებლებ და დიდ მადლობას გადავუხდი ყველას, პირველ რიგში "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატის, რომელმაც მომცა მე ასეთი შესაძლებლობა."
|