
ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ჯოვანი ტრაპატონის განცხადებით, სერია A-ს მოგების უმთავრესი ფავორიტი ნაპოლია. რა თქმა უნდა, ვალტერ მაცარის გუნდი ფავორიტია. იცით, ვის მახსენებს ნაპოლი? ჩემი დროის ინტერს. ნეაპოლელები ტიტულებს მოწყურებულები და ძალზე ამბიციურები არიან. ნაპოლის ძალიან კარგი თავდასხმის ხაზი ჰყავს. მაცარის გუნდის შემტევები მარადონა-კარეკა-ჯორდანოს ტრიოს მახსენებენ. რა თქმა უნდა, მარადონას დონის არც კავანია, არც ჰამშიკი და არც ლავესი, მაგრამ ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებენ – აცხადებს ტრაპატონი, რომელიც კომენტარს სკუდეტოსთვის ბრძოლაში სხვა ფავოტირებზეც აკეთებს – ჩემპიონობისთვის ბრძოლა მილანსაც შეუძლია, თუ იბრაჰიმოვიჩი და კასანო ფორმის პიკზე იქნებიან. შეტევაში ასეთი პოტენციალის მქონე გუნდი ვალდებულია პირველი ადგილისთვის იბრძოლოს. იბრა, პატო, კასანო, რობინიო – ასეთი ფეხბურთელებით ალეგრის მშვიდად ყოფნის საშუალება აქვს. როგორც მწვრთნელი, ძალიან მომწონს ანტონიო კონტე. იგი ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს. ფეხბურთელობის დროს, მან იუვენტუსთან ერთად ბევრს მიაღწია და ახლა იგივეს განმეორება მწვრთნელის რანგში სურს. ინტერი? როგორც ჩანს, ამ გუნდის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. ასეთივე მდგომარეობაში იყო იუვენტუსი, როდესაც ამ გუნდს მე ვწვრთნიდი”.
|