კვირა, 22.12.2024, 22:04
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » თებერვალი » 21 » თითქმის ოპტიმალური "ინტერი"
16:09
თითქმის ოპტიმალური "ინტერი"
 


იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალტერ სამუელი სრულად გამოჯანმრთელდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ პაექრობაში ასპარეზობას შეძლებს. 
შეგახსენებთ, რომ მილანურ გრანდს ფრანგულ მარსელის "ოლიმპიკთან" მოუწევს შეტოქება. არგენტინელმა მცველმა ტრავმის გამო "ინტერის" ბოლო შეხვედრები გამოტოვა და თუ რა დღე დაადგათ იმ მატჩებში მილანელებს, ყველასათვის კარგად ცნობილია. თუნდაც ბოლო თამაში ავიღოთ, რომელშიც "ნერაძური" საკუთარ მოედანზე "ბოლონიასთან" განადგურდა, 0:3. 
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პაექრობაში სამუელს ანდრეა რანოკია ცვლიდა და არაერთი უხეში შეცდომით დაგვამახსოვრა თავი. მოკლედ, სამუელი "ინტერისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამას კლაუდიო რანიერიც ადასტურებს:

"ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და ეს ძალიან მახარებს. ვალტერ სამუელის გარეშე დაცვაში აშკარად გაგვიჭირდა და მის დაბრუნებას სულმოუთქმელად ველოდებოდი. მიკრო-ტრავმები აწუხებთ ვესლი სნეიდერს, დუგლას მაიკონსა და დიეგო ფორლანს - დიდი იმედი მაქვს, რომ ისინიც მალე დაუბრუნდებიან მოედანს".
ნანახია: 586 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 nerazuri  
1
mtavaria ar wavagot,gasvalze golis gatanac dzan mnishvnelovania flag3

2 inter  
0
aze ar var rogori tamashi cava raaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter