ჯანლუკა თვლის, რომ გვარდიოლას შეუძლია დაბრუნდეს აპენინებში მწვრთნელის რანგში.
გვარდიოლას კონტრაქტი კატალონიელებთან სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან, რაც, პირველ რიგში, იწვევს ხმებს პეპის მომავალზე.
ვიალის მიაჩნია, რომ გვარდიოლა თავის მწვრთნელობის კარიერას "ინტერში" განაგრძობს.
"შემდეგ სეზონში გვარდიოლა "ინტერს" გაწვრთნის. მას დაეხმარება რობერტო ბაჯო", - დამაჯერებლად განაცხადა ჯანლუკა ვიალიმ.
|