გამომცემლობა ''Calciomercato.com'' აცხადებს, რომ ''ინტერი'' დაინტერესებულია არტურო ვიდალის შეძენით. ''ინტერი'' ამ სატრანსფერო ბაზარზე ეძებს ისეთ ფეხბურთელს, რომელიც ძლიერია და რომლის ფასიც დიდი არაა, ასეთად კი ''ინტერი'' ჩილელ ფეხბურთელს მიიჩნევს.
ლევერკუზენის ''ბაიერნთან'' ფეხბურთელს კონტრაქტი 2012 წელს ეწურება. ჩილელითან ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ''ნაპოლი'' და ''იუვენტუსი''. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ იტალიაში კერძოდ კი ''ინტერში'' თამაში სურს.
ფეხბურთელს ''ნაპოლთან'' ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე, არ აქვს გარანტირებული ძირითადში თამაშში, იუვენტუსი ევროტურნირებზე წელს ვერ მოხვდა. ამიტომ დიდი შანსია, რომ ჩილელმა ''ინტერს'' მიაშუროს.
ვიდალის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა, ჩილელი დაიბადა 1987 წელს და ის დეიან სტანკოვიჩის შემცვლელად მოიაზრება. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ''ინტერის'' რიგებს შეუერთდა ჯონათან ალვარესი.
|