იტალიური გამოცემის La Gazzetta dello Sport–ის ცნობით, ბაიერნისა და იუვენტუსის შემდეგ, ლევერკუზენის ჩილელი ნახევარმცველით არტურო ვიდალით მილანის ინტერიც დაინტერესდა. ნერიაძურიმ უკვე შეიძინა ერთი მოთამაშე, ეს ფეხბურთელი ველესის აწ უკვე ყოფილი მოთამაშე რიკარდო ალვარესია, რომლის წარდგენაც უახლოეს დღეებში მოხდება ჯუზეპე მეაზაზე. ინტერის ახალ მწვრთვნელს ჯანპიერო გასპერინის ძალიან სურს კიდევ ერთი კვალიფიციური ნახევარმცველის შეძენა, რადგან არაა გამორიცხული კლუბი დატოვოს ჰოლანდიელმა უესლი სნეიდერმა, რომლითაც სერიოზულად ინტერესდებიან მალაგა და მანჩესტერ იუნაიტედი. ლევერკუზენმა უკვე უთხრა მილანს უარი ვიდალის 10 მილიონად გაყიდვაზე, ხოლო ბაიერნის ხემძღვანელებს განუცხადა, რომ კლუბი არ აპირებს ვიდალი მიყიდოს კონკურენტ კლუბს. შესაბამისად იუვენტუსი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია ამ ტრანსფერთან დაკავშირებით. ტურინელები მზად არიან ვიდალში 21 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ ალბათ არც ინტერი შესთავაზებს ლევერკუზენს 20 მილიონზე ნაკლებს. თავად ვიდალი ამჟამად არგენტინაში იმყოფება, სადაც ჩილეს ნაკრებთან ერთად გამოდის კოპა ამერიკაზე. შეგახსენებთ, რომ 24 წლის მოთამაშე ლევერკუზენში 2007 წლიდან თამაშობს, ამ ხნის მანძილზე მან 117 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ჩილეს ნაკრების მაისური კი 33–ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.
|