ბრაზილიის ნაკრების მეკარემ ჟულიო სეზარმა, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ეკვადორის ნაკრებთან საკუთარი თამაში ორიანით შეაფასა. მართალია, ეს მატჩი ბრაზილიელებმა ანგარიშით 4:2 მოიგეს და 1/4 ფინალში გავიდნენ, მაგრამ ამან გოლკიპერს ხელი არ შეუაშალა, თვითკრიტიკული ყოფილიყო.
ჟულიო სეზარის კარში ორივე გოლი ეკვადორელმა ფორვარდმა ფელიპე კაისედომ შეაგდო. მეკარე განსაკუთრებით პირველ გოლში სცოდავდა, როდესაც ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა. აუღებელი არც მეორე გლოზე ითქმოდა – ჟულიო სეზარმა ის ახლო კუთხეში გაუშვა.
გოლკიპერმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი თამაში საშუალოზე ბევრად დაბალი იყო და ის 1,5-ს, უკეთეს შემთხვევაში ორიანს იმსახურებს (რომელი შკალით, არ დაუკონკრეტებია). მიუხედავად ამისა, ჟულიო სეზარს ბრაზილიის ნაკრების ძირითადში ადგილის დაკარგვისა არ ეშინია, რადგან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
ბრაზილიის ნაკრები ამერიკის თასის 1/4 ფინაში პარაგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება.