მილანის "ინტერის” კარის დარაჯმა ჟულიო სეზარმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა. ბრაზილიელმა დაზიანება ეროვნულ ნაკრებში თამაშისას მიიღო. მან კოსტა რიკასთან მატჩის დასრულება ვერ შეძლო და 75-ე წუთზე მოედანი დატოვა.
"მწყობრში ვარ. კლუბში იმიტომ დავბრუნდი, რომ გარისკვა არ მსურდა. ახლა თავს კარგად ვგრძობ და იმედი მაქვს, სერია A-ს უახლოეს ტურში "კატანიასთან” თამაშს შევძლებ. ნაკრებში იციან, რატომაც დავბრუნდი მილანში”, - განაცხადა 32 წლის მეკარემ "ინტერის” ტელევიზიის ეთერში.
ცნობისთვის, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 12 ოქტომბრის გამთენიისას მექსიკას ამხანაგურად გაეჯიბრება.
|