შაბათი, 20.04.2024, 00:33
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15
სამხრეთამერიკელი ფორვარდის ეს განცხადება ინტერნეტ-გამოცემა Transfermarketweb-მა გაავრცელა. 
რონალდო: უკვე 33 წლის ვარ და ამ ასაკში ჩემი ფეხბურთიდან წასვლა ალბათ, არავის გაუკვირდება. კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს ვგეგმავ. შესაძლოა, წასვლაზე ჯერ არც მეფიქრა, მაგრამ გაუთავებელი ტრავმიანობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემების გამო, იძულებული ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა. მე ფეხბურთში ისედაც ბევრს მივაღწიე და თავის ტანჯვა აღარ ღირს. ერთადერთი ოცნება მაქვს დარჩენილი - მინდა "კორინთიანსთან" ერთად ლიბერტადორესის თასი მოვიგო, - ამბობს რონალდო.
კარიერის განმავლობაში ბრაზილიელ "ფენომენს" შვიდი კლუბის შემადგენლობაში უთამაშია - "კრუზეიროში" (1993 წელი, 44 მატჩი, 44 გოლი), პსვ-ში (1994-19 ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1006 | დაამატა: inter | თარიღი: 15.11.2009 | კომენტარი (7)

ტალიური ინტერის ექსფორვარდმა ადრიანომ, რომელიც ამჟამად ბრაზილიური ფლამენგოს ღირსებას იცავს, აღიარა, რომ ერთ დროს მზად იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ფეხბურთელს დეპრესია მამის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო.
სპორტსმენები ხშირად ხდებიან დეპრესიის მსხვერპლი. ამ პრობლემას მე წავაწყდი და სულ ცოტა დამაკლდა იგივეს გაკეთებამდე, რაც რობერტ ენკემ ჩაიდინა. ეს 2004 წელს მოხდა, როცა მამა გარდამეცვალა. არ ვიცოდი, საკუთარ თავს სად გავქცეოდი. დავიწყე ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება. იმედი მქონდა, ეს გზა პრობლემას დამავიწყებდა. სმასთან ერთად ჩემს საფეხბურთო კარიერასაც საფრთხე დაემუქრა. საბოლოოდ, სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე. საბედნიეროდ, ახლობელთა წრეში ტრიალმა სიცოცხლისა და ფეხბურთის თამაშის ხალისი აღმიდგ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 796 | დაამატა: inter | თარიღი: 15.11.2009 | კომენტარი (5)

მილანის "ინტერსა" და კატალონიურ "ბარსელონას" შორის შესაძლოა კიდევ ერთი გაცვლა განხორციელდეს. Football Italia-ს ცნობით, იანვრის სატრანსფერო პერიოდში, მილანურ კლუბში 24 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი, იაია ტურე გადავა, მის სანაცვლოდ კი, "ბარსელონა" იტალიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის მიიღებს.
რამდენიმე დღის წინათ,ნერაძურის თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ აღიარა - 19 წლის თავნება ფორვარდის მართვა საკმაოდ მიჭირს და თუკი იგი გონს არ მოეგება, არაა გამორიცხული, კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა ვთხოვოო. თავის მხრივ, გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არც იაია ტურე უნდა იყოს. მიმდინარე სეზონში აფრიკელმა შუახაზელმა "ბარსას" ძირითადში ადგილი დაკარგა (პრიმერა დივიზიონის 11 ტურიდან, მხოლოდ 5-ში ითამაშა), სათადარიგოებში ყოფნა კი, მის გეგ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 823 | დაამატა: inter | თარიღი: 15.11.2009 | კომენტარი (6)

პორტუგალიის ნაკრების და მილანის ინტერის ყოფილმა ნახევარმცველმა სერჟიო კონსეისაომ კარიერა დაასრულა. 35 წლის ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში საბერძნეთის პაოკ-ში თამაშობდა, მანამდე კი რამდენიმე ტოპ-კლუბებში უასპარეზია – "პორტო”, "ლაციო”, "პარმა”, ინტერი”.
   სერჟიო კონსეისაიო: ფეხბურთის თამაშს თავს ვანებებ. მეამაყება, რადგან ცუდი კარიერა არ მქონია და ბევრს მივაღწიე” – თქვა პორტუგალიელმა, რომელმაც მინდვრიდან პაოკ-ის ტექნიკური დირექტორის პოსტზე გადაინაცვლა.
სერჟიო კონსეისაოს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 56 მატჩში 12 გოლი გაუტანია – აქედან სამი ერთ შეხვედრაში, როცა "ლუზიტანელებმა” ევრო-2000-ის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას 3:0 სძლიეს.
ნანახია: 806 | დაამატა: inter | თარიღი: 15.11.2009 | კომენტარი (4)

მილანის ინტერის და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი უესლი სნეიდერი ნაკრების პარასკევის ვარჯიშზე დაშავდა და ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება.
ამრიგად, ის დღეს იტალიასთან მატჩს გამოტოვებს, გარდა ამისა მან შესაძლოა ვერც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი ინტერისა და ბარსელონას შეხვედრაში ითამაშოს, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში სნეიდერმა 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

ნანახია: 768 | დაამატა: inter | თარიღი: 15.11.2009 | კომენტარი (4)


მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ აღნიშნა, რომ მის გულში ინგლისურ ფეხბურთს ბევრად უფრო დიდი ადგილი უჭირავს, ვიდრე იტალიურს.
იტალია ტაქტიკოსების ქვეყანაა. ამბობენ, რომ ეს ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეა, მაგრამ ასე სულაც არ გახლავთ, ამ ქვეყანაში იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი, უცხოელ მწვრთნელებს წარმატების მიღწევა ძალიან უჭირთ, მე კი გამოწვევა მინდოდა და მივიღე კიდეც, აი სწორედ ეს გახლავთ ჩემი საუკეთესო თვისება. 
 ჟოზე მოურინიო: მე მიყვარს ინტერი და აქ მთელი გულით ვმუშაობ და ნამდვილად არ მინდა სადმე წასვლა. ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვერ ვახერხებ გუნდის ახალგაზრდების პროგრესს მივაღწიო, ანუ ისინი ძირითად შემადგენლობაში დავამკვიდრო, აქ ეს უბრალოდ არ გახლავთ მიღებული და იმიტომ, არადა ინგლისში ნებისმიერ გუნდს სამი–ოთხი ძალია ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 753 | დაამატა: inter | თარიღი: 15.11.2009 | კომენტარი (6)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter