პარასკევი, 19.04.2024, 09:54
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 18
 

ზლატან იბრაგიმოვიჩი 5 წელი სერიაა–ში (2004–2009) თამაშობდა.ბარსელონას ამჟამინდელი თავდამსხმელია იუვენტუსსა და ინტერში გამოდიოდა.მას არ მოსწონს და აკრიტიკებს იტალიური გაზეთების მიერ გატარებულ პოლიტიკას."როცა იუვენტუსთან ერთად სკუდეტო მოვიგე, გაზეთი Tuttosport–ი ზეიმობდა,ხოლო Gazetta dello Sport –ი გაბრაზებული და უკმაყოფილო იყო.მოგვიანებით კი როდესაც ინტერთან ერთად გავხდი ჩემპიონი პირიქით იყო.ეს ყველაფერი კი პოლიტიკაა და მეტი არაფერი."განუცხადა შვედმა La Vanguardia–ს.
28–წლის ფეხბურთელი ასევე იმ განსხვავებებზე საუბრობს რაც მისი აზრით სერია–ა–სა და პრიმერა დივიზიონს შორის არის."იტალიაში ბევრად უხეშად თამაშობენ და თავდამსხმელისათვის ძალიან ძნელი.იტალიაში სხვა მენტალიტეტია.ვერ ვიტყვი რომ დაცვაში თამაში სულ მიწევდა მაგრამ ხშირად უწევს თავდა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 786 | დაამატა: inter | თარიღი: 18.11.2009 | კომენტარი (6)


იტალიელი ჯურნალისტის, ნანდო სანვიტოს, აზრით ინტერის ამჟამინდელი თავ-კაცი ჟოზე მაურინიო რეალში შეიძლება აღმოჩნდეს, მისი ადგილი კი ინტერში ლორან ბლანმა დაიკავოს, რომელიც ამჟამად ბორდოს მთავარი მწვრთნელია.
ფლორენტინო პერესი სანვიტოს აზრით უკვე საკმაოდ უკმაყოფილოა მისი გუნდით და პელეგრინის შემცვლელს ეძებს. ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი უკვე ელაპარაკა სკოლარის მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია და ახლა ყურადღება მაურინიოზე აქვს გადატანილი.
თავის მხრივ არც ინტერი დარჩება დიდად დაზარალებული მორატის სამიზნე ბორდოს საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდა მწვრთნელი ლორან ბლანია.
რამდენად გამართლდება იტალიელი ჯურნალისტის აზრი დრო გვაჩვენებს, მაგრამ ხშირად ასეთი ჭორებიც იქცევა ხოლმე რეალობად.

ნანახია: 819 | დაამატა: inter | თარიღი: 18.11.2009 | კომენტარი (3)

 
მილანის "ინტერს" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ალან კარდესის გადაბირება სურს. 20 წლის ფორვარდის სატრანსფერო უფლებები "ვასკო და გამას" ეკუთვნის, თუმცა გასულ სეზონში კარდესმა "ინტერნასიონალში" იასპარეზა. ფეხბურთელის სავარაუდო ფასი ჯერჯერობით უცნობია, იტალიურ პრესაში კი უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მაურინიო მას ბალოტელის შემცვლელად მოიაზრებს.
ნანახია: 736 | დაამატა: inter | თარიღი: 18.11.2009 | კომენტარი (4)

იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩის წინ უესლი სნეიდერმა მიიღო ტრავმა. როგორც აღმოჩნდა დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ ჰოლანდიელი ვერც იტალიასთან ითამაშებდა და ვერც პარაგვაისთან. მაგრამ ამის მიუხედავად ბერტ ვან მარვეიკმა არ გაუშვა ფეხბურთელი უკან კლუბში, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია ინტერის ხელმძღვანელებს შორის. ორშაბათს სნეიდერმა ჩაიტარა სამედიცინო შემოწმება მილანში და აღმოჩნდა, რომ მისი ტრავმა მართლაც სერიოზულია. იქნება თუ არა სნეიდერი ბარსელონა-ინტერის მატჩისას კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
ნანახია: 802 | დაამატა: inter | თარიღი: 18.11.2009 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter