ხუთშაბათი, 25.04.2024, 20:29
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 28

მილანის ინტერის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ ინტერი-იუვენტუსის მატჩისას, ტურინელი ქომაგების მხრიდან კვლავინდებურად გაისმება მარიო ბალოტელის შეურაწმყოფელი სიმღერა,ისინი თამაშს შეწყვეტენ. ამ ყველაფერზე კომენტარი გააკეთა შავ-ლურჯების პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ: "ჩვენ საბოლოოდ უნდა განვდევნოთ რასიზმი ფეხბურთიდან. მისი ადგილი არ არის საფეხბურთო მოედნებზე. თუ ეს ფაქტი შეინიშნება კიდევ ერთხელ ჩვენთან თამაშის დროს, ის თამაში აუცილებლად შეწყდება. მოვუწოდებ ყველას, რომ ებრძოლონ ამ უსიამოვნებას."-განაცხადა მორატიმ.
ნანახია: 758 | დაამატა: interinio | თარიღი: 28.11.2009 | კომენტარი (4)

გთავაზობთ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი ტურის წინ
ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას.

28 ნოემბერი
უდინეზე – ლივორნო

უდინეზე – ტრავმირებულნი: ობოდო, ფერონეტი, პეპე, ალექსის სანჩესი, პასკუალე, ციმლინგი.
ლივორნო – ტრავმირებულნი: ტავანო, გალანტე, მოცარტი, ნელსონ რივასი.
მსაჯი: ჩამპი.
ჯენოა – სამპდორია ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 784 | დაამატა: inter | თარიღი: 28.11.2009 | კომენტარი (4)

ლივერპულის ხელმძღვანელობა ინტერის ნახევარმცველით პატრიკ ვიეირათი დაინტერესდა. ფრანგი ვეტერანი უკმაყოფილოა ინტერში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით, ამიტომ თანდათან უფრო და უფრო მუსირებს აზრი, რომ 33 წლის ნახევარმცველი უახლოეს მომავალში შეცვლის კლუბს.მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ფეხბურთელმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე არსად გადასვლას არ აპირებს, ჭორები რომ ვიეირა დატოვებს მილანს არ ცხრება. როგორც ბრიტანული გამოცემა The Irish Independent იუწყება, გამოცდილი ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული რაფაელ ბენიტესი და სავარადოა რომ უახლოეს მომავალში პატრიკ ვიეირა ლივერპულის წევრი გახდება.
ნანახია: 810 | დაამატა: inter | თარიღი: 28.11.2009 | კომენტარი (4)

  ჯილარდინიო: ძალიან ამაყი ვარ იმით,რომ ფიორენტინამ წარმატებით დასძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი.ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გუნდის განვითარებისათვის.ეხლა წინ გველის ინტერთან თამაში,ინტერი სერიოზული მოწინააღმდეგეა.მნიშვნელოვანია რომ კონცენტრაცია შევინარჩუნოთ მთელი თამაშის განმავლობაში.მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვითამაშებ სან სიროზე,მაგრამ ბედნიერი ვარ,რომ ვცხოვრობ და ვთამაშობ ფლორენციაში და მსურს რომ კიდევ ბევრი სეზონი გავატარო აქ.
 
შეგახსენებთ რომ, იტალიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ფიორენტინას შემადგენლობაში 18 თა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 914 | დაამატა: inter | თარიღი: 28.11.2009 | კომენტარი (3)

იტალიაში დადის ჭორები რომ თუ ინტერი ვერ გავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მაშინ ჟოზე მაურინიო განთავისუფლებული იქნება თავისი პოსტიდან. მართალია ეს ინფორმაცია უარყო მორატიმ მაგრამ........თავად მაურინიო არ ივიწყებს მომავალზე ფიქრს.
 
ჟოზე მოურინიო: მე ვმუშაობდი ინგლისში, ეხლა იტალიაში, არ გამოვრიცხავ რომ მომავალში ესპანეთში გადავიდე, ვინ იცის..... რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს ეს ცემი ოცნება გახლავთ, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის, ამას მომავლისთვის გადავდებ, ეხლა მე არ მინდა ნაკრებში მუშაობა.
 
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 744 | დაამატა: inter | თარიღი: 28.11.2009 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter