სამშაბათი, 16.04.2024, 09:57
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 17

კამერუნის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სამუელ ეტო’ომ თანაგუნდელებს ძვირფასი საათები უსახსოვრა. Football Italia იუწყება, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისთვის, მილანის "ინტერის” ფორვარდმა კამერუნის ნაკრებში თითოეული თავისი კოლეგა 30 ათას გირვანქად შეფასებული მაჯის საათით დაასაჩუქრა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეტო’ომ თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის წარმომადგენლები მატერიალურად წაახალისა. 4 წლის წინ, საშინაო მატჩში კოტ დ’ივუარელთა დამარცხების შემდეგ, "ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა კამერუნის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს 2 ათასი აშშ დოლარი გადასცა.
ნანახია: 839 | დაამატა: inter | თარიღი: 17.11.2009 | კომენტარი (5)


იტალიაში "ოქროს ურნის” ნომინანტები გამოავლინეს, კონკურსის, რომელშიც გულშემატკივრები წლის ყველაზე წარუმატებელ ფეხბურთელს ასახელებენ.
"ოქროს ურნის” ბოლო "გამარჯვებული” მილანის "ინტერის” პორტუგალიელი ნახევარმცველი რიკარდო კუარეჟმაა, რომელიც ნომინანტებს შორის წელსაც ფიგურირებს. მის გარდა, როგორც ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იუწყება, სიაში მოხვდნენ - კრისტიან პოულსენი ("იუვენტუსი”), ამანტინო მანსინი ("ინტერი”), ნელსონ დიდა ("მილანი”), კლას-იან ჰუნტელაარი ("მილანი”), ჟულიო ბაპტიშტა ("რომა”), ხუან პაბლო კარისო ("ლაციო”), ფელიპე მელო ("ფიორენტინა”/”იუვენტუსი”), ტიაგუ ("იუვენტუსი”), რონალდინიო ("მილანი”).
სხვადასხვა წლებში, "ოქროს ურნა” - რივალდოს, ნიკოლა ლეგროტალიეს, კრისტიან ვიერისა და ადრიანოს გადაეცათ.
< ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 852 | დაამატა: inter | თარიღი: 17.11.2009 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter