საფრანგეთის პსჟ ცნობილ ფეხბურთელებზე ნადირობას აგრძელებს. ამჯერად, პარიზელთა ინტერესთა სფეროში მილანის ინტერის ვეტერანი თავდამსხმელი დიეგო მილიტო მოექცა. ყველაზე მეტად, არგენტინელის გადაბირება პსჟ-ს სპორტულ დირექტორ ლეონარდოს სურს.
ცნობისთვის, 32 წლის მილიტოს ინტერთან კონტრაქტი ორწელიწადნახევარში ეწურება. უნდა ითქვას, რომ თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა.
თავის მხრივ, ასაკოვანი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგნი არც მილანელები არიან. მათ სურთ, მილიტოს სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღონ. ფული კი, პსჟ-ს ნამდვილად არ უჭირს...
...
კითხვის გაგრძელება »